ალექსანდრე ელერდაშვილი (Александр Элердашвили)

 

ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და ქალწულივით მოიღერა ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა 

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...

ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში
მაგრამ შენ როგორ მიგატოვო ამ ცოდვა-ბრალში? 


kvelafriT daghlils, menatreba sikvdilit shveba,
radgan shevkureb samatxovrod shobil taobas,
cheshmarit rtsmenas radgan aryevs codvilta neba
da srulqmnileba darqmevia araraobas.

da ikideba oqro-vercxlze kacis ghirseba
da qaltsulivit moighera yeli medzavma
da gandideba mdabiota gaxda tviseba
da yvela lachars raindoba shemoedzala

da pirmotneni darbaisel sitkvebs xlartaven
da avi ketils daatarebs tavis nebaze
da umecrebi ganatlebis saqmes martaven
da sulmdabalni batonoben shtagonebaze...

kvelafrit daghlils, sikvdiligha mielavs tvalshi
magram shen rogor migatovo am codva-bralshi?