გივი გაჩეჩილაძე (Гиви Гачечиладзе)

ვეძახი სიკვდილს, დაქანცულმა როგორ ვუმზირო
მათხოვრად შობილს და დათრგუნვილს ქვეყნად ღირსებას,
როგორ ნთქავს ნდობას სიცრუის ზღვა ვრცელი, უძირო,
სულით ღატაკი ზღვა სიმდიდრით როგორ ივსება! 

უღირსს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად
და დევნილია ჭეშმარიტი  სრულყოფილება,
და უბიწობა გათელილა უხეშად, მკაცრად,
და ძლიერება უძლურებას ემორჩილება; 

და ხელოვნებას ბრძანებებით დაბმია ენა,
და ბრძნად გვაჩვენებს თავს რეგვენი გამობრძმედილი;
და სისულელედ ეჩვენება სიმართლე სმენას
და თავის მონად უქცევია ბოროტს კეთილი; 

დაქანცული ვარ და სიცოცხლე არ მსურს სრულებით,
მაგრამ ვერ ვტოვებ, რადგან ქვეყნად შენ მეგულები.


vedzaxi sikvdils, daqanculma rogor vumziro
matxovrad shobils da datrgunvils qveynad ghirsebas,
rogor ntqavs ndobas sicruis zghva vrceli, uZiro,
sulit ghataki zghva simdidrit rogor ivseba!

ughirss pativi miegeba dagmobis nacvlad
da devnilia cheSmariti srulyofileba,
da ubitsoba gatelila uxeshad, mkacrad,
da dzliereba udzlurebas emorchileba;

da xelovnebas brdzanebebit dabmia ena,
da brdznad gvachvenebs tavs regveni gamobrdzmedili;
da sisuleled echveneba simartle smenas
da tavis monad uqcevia borots ketili;

daqanculi var da sicocxle ar msurs srulebit,
magram ver vtoveb, radgan qveynad shen megulebi.